პიკე: "მადლობა როლდანს..."

პიკე: "მადლობა როლდანს..."

"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკემ, ტრებლის აღსანიშნავად გამართულ ზეიმზე, საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. მან მომღერალ კევინ როლდანს მადლობა გადაუხადა.

"მადლობა სამწვრთნელო შტაბს, თანაგუნდელებს... და კევინ როლდანს. ყველაფერი მან დაიწყო!"

კევინ როლდანი ის მომღერალია, რომელმაც კრიშტიანუ რონალდუს დაბადების დღეზე იმღერა. იმ წვეულებაზე ვიდეო გადაიღეს, სადაც პორტუგალიელი ფეხბურთელი ნასვამ მდგომარეობაში ჩანდა. რონალდუ ამის გამო ბევრმა გააკრიტიკა, რის შემდეგაც მას ჩავარდნა დაეწყო, რომელიც სეზონის ბოლომდე გაგრძელდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.