კომენტარები ზეიმიდან

კომენტარები ზეიმიდან

რამდენიმე წუთის წინ "კამპ ნოუზე" გამართული ზეიმი დასრულდა, რომლის დროსაც, "ბარსელონას" მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა გულშემატკივრებს მიმართეს.

ლუის ენრიკე: "როგორც ხედავთ, ეს გუნდი საკუთარ სიტყვას ასრულებს. ჩვენ ვთქვით, რომ დავბრუნდებოდით... თქვენ, მთელი სეზონის განმავლობაში, ჩვენ გვერდზე იყავით და გვაძლიერებდით."

ჩავი: "ტრებლი აქაა. მადლობა მხარდაჭერისთვის. მადლობა იმისათვის, რომ ეს სეზონი მაჩუქეთ. ძალიან მომენატრებით."

მესი: "რთული სეზონის შემდეგ, სიამაყის მიზეზი გვაქვს. ეს ძალიან სასიამოვნოა. ასევე განვაგრძობთ, გუნდი ძალიან მოტივირებულია. როგორც ადრე ვთქვი: სამივე ტიტული გინდათ? ისინი აქაა! ვისკა ბარსა, ვისკა კატალუნია!"

ალვესი: "არ ვიცი, დასრულდა თუ არა ჩემი ოცნება. აქ ბედნიერი ვიყავი და ვარ. ყოველთვის ერთ-ერთი თქვენგანი ვიქნები."

პიკე: "მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც ბერლინში იყვნენ. ჩვენ "იუვეს" გულშემატკივრები გავსრისეთ! მადლობა სამწვრთნელო შტაბს, თანაგუნდელებს... და კევინ როლდანს. ყველაფერი მან დაიწყო."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.