"ბარსამ" ლუის ენრიკეს შემცვლელი მოუძებნა
ესპანური Onda Cero-ს ინფორმაციით, იმ შემთხვევისთვის, თუ ლუის ენრიკე "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვებას გადაწყვეტს, მის შემცვლელად კატალონიელები ამსტერდამის "აიაქსის" დამრიგებელს, ფრანკ დე ბურს განიხილავენ.
როგორც ცნობილია, ლუის ენრიკეს მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ამის მიზეზი თავად 45 წლის სპეციალისტია. ენრიკე ყველა ინტერვიუში აცხადებს, რომ ჯერ არ იცის, განაგრძობს თუ არა ის "ბარსას" გაწვრთნას.
ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ თადარიგი უკვე დაიჭირა და ლუის ენრიკეს წასვლის შემთხვევისთვის, მას შემცვლელი მოუძებნა. ეს "აიაქსის" მთავარი მწვრთნელი ფრანკ დე ბურია, რომელმაც ამსტერდაულ კლუბს ჰოლანდიის ჩემპიონატი 4-ჯერ მოაგებინა.
ფრანკ დე ბურისთვის "ბარსელონა" უცხო კლუბი არაა. 1998-2003 წლებში ის კატალონიური გუნდის მაისურით თამაშობდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]