ვიდალი: "იმედი მაქვს, "ბარსა" ჩემს კარიერაში უკანასკნელი გუნდი იქნება"
"ბარსელონას" ახალწვეულმა, ალეიშ ვიდალმა, სამედიცინო შემოწმების გავლის, კონტრაქტის გაფორმებისა და პრეზენტაციის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
"ჩემი ქალიშვილის დაბადების შემდეგ, ეს ჩემს ხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. სახლში დავბრუნდი.
ვიცოდი, რომ "ბარსელონა" ჩემით დაინტერესებული იყო. მიხარია, რომ ყველაფერი ასე სწრაფად მოხდა. ბევრ გუნდში მითამაშია და იმედი მაქვს, "ბარსა" უკანასკნელი იქნება.
მიმდინარე სეზონში, დაცვის მარჯვენა ფლანგზე რამდენიმე თამაში ჩავატარე და ჩვენ არცერთი მათგანი არ წაგვიგია.
ფიფა-ს ბანის გამო 4 თვით უთამაშებლობა პრობლემა არაა. ადაპტაციისთვის და ახალი კონცეფციის შესასწავლად დრო მექნება.
ალვესი? კონკურენცია კარგია. თუ ის დარჩება, ჯანსაღი კონკურენცია გვექნება. ის მსოფლიოში საუკეთესო მარჯვენა მცველია.
ჩემი კუმირი? ასეთი არ მყავს. აქცენტს ყოველთვის საკუთარ თავზე ვაკეთებ. ვიცი, რომ თუ კარგად ვიმუშავებ, დამიფასდება.
ლუის ენრიკეს უკვე ვესაუბრე. ის დღეს დილით, სამედიცინო შემოწმების შემდეგ ვნახე.
გუშინ საღამოს უკვე ვიცოდი, რომ "ბარსელონაში" გადმოვდიოდი. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა.
დენის სუარესი და ჟერარ დეულოფეუ? რა თქმა უნდა, მინდა, რომ ისინი აქ იყვნენ, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა. მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა."
ალეიშ ვიდალმა "ბარსელონასთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ოფიციალური ინფორმაციით, კატალონიურმა კლუბმა მასში 18 მილიონი ევრო გადაიხადა და სატრანსფერო თანხა, შესაძლოა, 22 მილიონამდე გაიზარდოს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]