არდა: "6 თვე სწრაფად გავა"

არდა: "6 თვე სწრაფად გავა"

დღეს დილით, არდა თურანმა "ბარსელონასთან" კონტრაქტი გააფორმა, რის შემდეგაც პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"უპირსველეს ყოვლისა, ბევრი შემოთავაზება მქონდა, თუმცა, თუ შემოთავაზება გაქვს "ბარსელონადან", ყველა დანარჩენზე უარი უნდა თქვა. 6 თვე რთული იქნება, მაგრამ სწრაფად გავა და მალე მოვირგებ "ბარსას" მაისურს, რაც ჩემი ოცნებაა.

ჩავის შეცვლა არავის შეუძლია, რადგან ის დიდებული ფეხბურთელია არა მხოლოდ "ბარსასთვის", არამედ ის კერპი თითქმის მთელი მსოფლიოსთვის იყო. მე განსხვავებული მოთამაშე ვარ. ვეცდები ჩემი საუკეთესო მხარეების გამოვლინებას, მაგრამ ჩავი ვერ ვიქნები. ჩავი ყოველთვის იქნება ამ კლუბის სიმბოლო.

"ბარსელონა" ბურთს დიდხანს აკონტროლებს. მათ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა. ყველა ტიტულის მოგება მინდა და ვიცი, რომ "ბარსაში" ამის საშუალება მექნება. ამაში საკუთარი წვლილის შეტანა მინდა. 

სიმეონესთან მუშაობა შესანიშნავი იყო. ვიცი, რომ ლუის ენრიკესთანაც მუშაობა კარგი იქნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ჩვენ რაც შეიძლება ბევრი ტიტულის მოსაგებად უნდა ვიმუშავოთ.

ბუცის სროლა შეცდომა იყო.

მთელი ჩემი ცხოვრება წარმატებულია, რადგან ყოველთვის საუკეთესოს ვეძებდი. ბარსელონა დიდებული ქალაქია, რომელსაც აქვს ზღვა. ეს შესანიშნავი ადგილია საცხოვრებლად. იმედი მაქვს, აქ წარმატებებს მივაღწევ.

ჩემთვის მაისურის ნომერი მნიშვნელოვანი არაა. მთავარი "ბარსაში" თამაშია. ფეხბურთელებთან, მწვრთნელებთან ვისაუბრებ და ხელმისაწვდომ ნომერს ავარჩევ. არდა თურანიზმი? ეს ჩემი ფილოსოფიაა, ჩემი კულტურა, ჩემი ფიქრი.

ნეიმართან ჩხუბი? "ატლეტიკოსთან" მან დიდებული თამაში ჩაატარა და სიტუაციის დაძაბვა მოსალოდნელი იყო. ასეთი რამ მოდანზე ხდება. ნეიმარი განსაკუთრებული ფეხბურთელია. ჩხუბი არასდროს მახსოვს.

როდესაც სახლში ვარ, მაშინაც კი მინდა ბაღში თამაში. ვიცი, რომ უნდა მოვიცადო. იმედი მაქვს, 6 თვე მართლაც სწრაფად გავა, ვითამაშებ და ოცნებას ავიხდენ.

არენდით წასვლაზე არ ვფიქრობ. "ბარსელონაში", მსოფლიოს საუკეთესო გუნდში, ადაპტაციის გავლა მინდა.

კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ლუის ენრიკემ დამირეკა. ინიესტამაც გამომიგზავნა შეტყობინება. ენრიკეს ჩემი აქ გადმოსვლა უნდოდა, რისთვისაც დიდი მადლობელი ვარ. ძალიან ბედნიერი ვარ. დანებებას არ ვაპირებ. აქ თამაში ჩემი ოცნებაა.

რონალდუ განსაკუთრებული ფეხბურთელია, მაგრამ მესის მსგავსი არავინაა".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.