დელ ბოსკე: "ვინც პიკეს დაუსტვინა, მან მთელ ნაკრებს დაუსტვინა"

დელ ბოსკე: "ვინც პიკეს დაუსტვინა, მან მთელ ნაკრებს დაუსტვინა"

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე გუნდის ვარჯიშის დროს ხერარდ პიკეს მისამართით სტვენის ფაქტს ეხმაურება.

"ფურია როხას" ღია ვარჯიშის დროს, მადრიდის "რეალის" გულშემატკივრებმა პიკეს უსტვინეს, რაც დელ ბოსკეს არ მოეწონა.

"პიკეს განსაკუთრებული არაფერი უთქვამს. მან რამე ცუდი და სერიზოული თქვა? ნაკრებში საუკეთესო განწყობის შენარჩუნება გვინდა. გულშემატკივრები პატარა ბავშვებივით მოიქცნენ. თუ ჩავთვლიდით, რომ პიკეს სიტყვები ეროვნულ ნაკრებზე ცუდად აისახებოდა, შესაბამის ზომებს მივიღებდით. ვინც ნაკრების ერთ ფეხბურთელს დაუსტვინა, მან მთელ გუნდს დაუსტვინა."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.