ვიდალმა ნაკრებში ტრავმა მიიღო

ვიდალმა ნაკრებში ტრავმა მიიღო

"ბარსელონას" უნივერსალ ახალწვეულს, ალეიშ ვიდალს, ტრავმა აქვს და ის ესპანეთის ნაკრებს მომდევნო შეხვედრაში ვერ დაეხმარება. ამ ინფორმაციას RAC1 ავრცელებს.

გუშინ, კოსტა რიკასთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში (2:1), ვიდალმა ეროვნული გუნდის მაისურით პირველად ითამაშა. 25 წლის ფეხბურთელმა, პირველ ტაიმში, კოჭის ტრავმა მიიღო და ის მე-2 ტაიმში შეცვალეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ვიდალი "ფურია როხას" 14 ივნისს, ბელარუსთან გასამართ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.