ჩავი: "ვინც მესის საუკეთესოდ არ მიიჩნევს, რონალდუს ნათესავია"

ჩავი: "ვინც მესის საუკეთესოდ არ მიიჩნევს, რონალდუს ნათესავია"

"ბარსელონას" ყოფილი კაპიტანი ჩავი ერნანდესი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ის ლიონელ მესის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს.

"მიმაჩნია, რომ მესი "ოქროს ბურთს" ყოველთვის იმსახურებდა. ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. თუ საუკეთესოს ირჩევენ, მაშინ ასეთი მესია. თუ კონკრეტული წლის საუკეთესო ფეხბურთელს ირჩევენ, მაშინ, 2010 წელს, ეს ჯილდო ესპანელს უნდა მოეგო, 2014 წელს კი - გერმანიის ნაკრების რომელიმე მოთამაშეს. რატომ აირჩიეს რონალდუ, თუ მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია გახდა?

ეჭვგარეშეა, რომ მესი მსოფლიოში საუკეთესოა და ვინც ამას არ ეთანხმება, რონალდუს ნათესავი, "რეალის" ან პორტუგალიის ნაკრების გულშემატკივარია."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.