ჩავი ერნანდესი: "ლიონელ მესი საუკეთესოა"
კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა, რომელიც ამჟამად "ალ სადის" ღირსებას იცავს, ისაუბრა იმის შესახებ, თუ რამდენად დამსახურებულად მოიგო კრიშტიანუ რონალდუმ "ოქროს ბურთი". ესპანელი ლეგენდა პორტუგალიის ნაკრების კაპიტანს მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელად არ მიიჩნევს.
"რონალდუმ "ოქროს ბურთი" მოიგო, რადგან ფეხბურთელებს მოპოვებული ტიტულების გამო აჯილდოვებენ. ყოფილა შემთხვევებიც, როცა სიტუაცია სხვაგვარად წარიმართა - პრიზი გადასცეს მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეს.
ლიონელ მესი საუკეთესოა, მიუხედავად იმისა, რომ სხვამ ტიტულების მოპოვება შეძლო." - ციტირებს ჩავის სიტყვებს TV3.
2016 წელს რონალდუმ ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო მესიმ - ლა ლიგა და ესპანეთის სამეფო თასი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]