სონგი "სიტისაც" მოუნდა

სონგი "სიტისაც" მოუნდა

"ბარსელონადან" "ვესტ ჰემში" განათხოვრებულ კამერუნელ ნახევარმცველს, ალექს სონგს, "მანჩესტერ სიტის" სახით, კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა. ამ ინფორმაციას Sky Sports ავრცელებს.

აქამდე ცნობილი იყო, რომ "ვესტ ჰემს" სონგის გამოსყიდვა სურდა, მაგრამ კამერუნელისთვის ბრძოლას "ჩელსიც" აპირებდა. ბოლო ინფორმაციით, 27 წლის ნახევარმცველის დამატებით "მანჩესტერ სიტიც" დაინტერესდა, რომელიც მზადაა ფეხბურთელში 5 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.