ლაპორტა, გამარჯვების შემთხვევაში, Qatar Airways-თან თანამშრომლობას გაწყვეტს
"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ხუან ლაპორტა აცხადებს, რომ თუ 18 ივლისს გასამართ არჩევნებში მან გაიმარჯვა, ის გუნდის მაისურიდან Qatar Airways-ის წარწერას მოაშორებს.
"გარანტიას გაძლევთ, რომ კლუბის ტრადიციებს გავაგრძელებ. იმედი მაქვს, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს ხალხი ზღვის სანაპიროზე არ წავა და არჩევნებზე მოვა. "ბარსელონას", მაისურზე წარწერის გარდა, ფინანსების მოსაზიდად ბევრი სხვა საშუალება აქვს. ეს ღირებულებების საკითხია და ვაპირებ კლუბის ღირებულებები გადავარჩინო."
ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონამ" და Qatar Airways-მა ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას უკვე მიაღწიეს, მაგრამ თანამშრომლობის გაგრძელებისთვის 18 ივლისს არჩეული პრეზიდენტის ნებართვა იქნება საჭირო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]