ლაპორტა: "ბარსელონას" Qatar Airways აკონტროლებს"

ლაპორტა: "ბარსელონას" Qatar Airways აკონტროლებს"

"ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი ხუან ლაპორტა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას უუნარობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კატალონიურ კლუბს Qatar Airways მართავს.

"თუ კლუბი ფინანსურ საკითხებში ბალანსს ვერ მიაღწევს, ხელმძღვანელობამ პოსტი უნდა დატოვოს. სიტუაცია საგანგაშოა. ამ ეტაპზე, "ბარსელონა" კატარის ხელშია. ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ისინი კლუბის ისტორიაში საუკეთესო სპონსორულ შეთანხმებას გააფორმებენ, მაგრამ შედეგი ისაა, რომ "ბარსა" ამ კომპანიის ხელშია. რა თქმა უნდა, ბართომეუ ხელს იმას მოაწერს, რასაც მას Qatar Airways შესთავაზებს."

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონა", Qatar Airways-ისგან, შეთანხმებულ 70 მილიონ ევროზე მეტს ითხოვს, მაგრამ კატარული კომპანია წელიწადში მეტის გადახდაზე თანახმა არაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.