სუარესი ურუგვაის კრიტიკოსებს პასუხობს
"ბარსელონასა" და ურუგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ლუის სუარესი, რომელმაც კოპა ამერიკა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, ამ ტურნირიდან თავისი გუნდის გამოვარდნის შემდეგ კომენატრს აკეთებს.
"პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს, რომლებმაც მთელი ძალებით ითამაშეს კოპა ამერიკაზე. ყველას, ვინც ამბობს, რომ ურუგვაი ცუდად თამაშობს, მინდა შევახსენო, რომ 15-ჯერ მოვიგეთ კოპა ამერიკა. ასე რომ, კრიტიკოსებს ვურჩევ, ყურადღება გაამახვილონ იმ გუნდებზე, რომლებიც ვერაფერს იგებენ. წინ, ურუგვაი!" - წერს სუარესი თავის ტვიტერზე.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]