ლუის ენრიკეს არდა თურანიც უნდა

ლუის ენრიკეს არდა თურანიც უნდა

მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველი არდა თურანი "ბარსელონას" ინტერესთა სფეროში მოხვდა. ამ ინფორმაციას ესპანური El Mundo Deportivo ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 28 წლის თურქს, "პარი სენ ჟერმენის", "მილანისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" გარდა, კატალონიური კლუბიც აკვირდება.

აღსანიშნავია, რომ "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, თურანის შეძენა ხოსეპ მარია ბართომეუს გადადგომამდე სთხოვა. არდას გამოსასყიდი თანხა 41 მილიონ ევროს შეადგენს.

არდა თურანმა ესპანეთის ჩემპიონატის 2014-15 წლების გათამაშებაში 32 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და გააკეთა 4 შედეგიანი გადაცემა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.