ნეიმარი "ბარსელონას" ივლისის ბოლოს შეუერთდება

ნეიმარი "ბარსელონას" ივლისის ბოლოს შეუერთდება

"ბარსელონას" თავდმსხმელი ნეიმარი გუნდს ივლისის ბოლოს შეუერთდება და "მანჩესტერ იუნაიტედთან" ითამაშებს. ამ ინფორმაციას Brazil Stats-ის ტვიტერი ავრცელებს.

"ბარსელონა" წინასასეზონო მზადების პირველ ამხანაგურ შეხვედრას, 21 ივლისს, "გალაქსისთან" გამართავს, 25 ივლისს კი "მანჩესტერ იუნაიტედთან" უკვე ნეიმარიც ითამაშებს.

ნეიმარი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკაზე იღებდა მონაწილეობას, თუმცა მან, 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ, ნაკრების ბანაკი დატოვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.