ბრავოს ჩილე კოპა ამერიკის ფინალშია

ბრავოს ჩილე კოპა ამერიკის ფინალშია

დღეს დილით ჩილესა და პერუს ეროვნულ ნაკრებებს შორის გაიმართა ნახევარფინალური შეხვედრა და ცნობილი გახდა პირველი ფინალისტის ვინაობა. ფინალში თამაშის უფლება ჩილემ მოიპოვა.

შეხვედრა 2-1 დასრულდა, ედუარდო ვერგასი გახდა ადგილობრივების გმირი, იგი ორივე გატანილი გოლის ავტორია.

მეორე ფინალისტის ვინაობა არგენტინა პარაგვაის შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.
"ბარსელონას" მეკარემ, კლაუდიო ბრავომ, ჩილესა და პერუს შორის გამართულ მატჩში სრულად ითამაშა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.