ანდრეს ინიესტამ თურანის და პოგბას ტრანსფერზე ისაუბრა

ანდრეს ინიესტამ თურანის და პოგბას ტრანსფერზე ისაუბრა

"ბარსელონას" ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ კომენტარი გააკეთა თავის კამპუსში Sant Cugat-ში, სადაც იგი ბავშვებს ეხმარება. მან ისაუბრა არდა თურანისა და პოლ პოგბას შესაძლო ტრანსფერზე, იგი ამასთან ერთად სხვა საკითხებსაც შეეხო.

ლუის ენრიკე

"მისი დარჩენა მნიშვნელოვანია, მთავარი არის შესრულებული სამუშაო, რომელიც ძალიან კარგია. ჩვენ სამომავლოდ საკმარისი მოტივაცია გვაქვს."

არდა თურანი

"ის დიდი ფეხბურთელია, დიდი ნიჭისა და ხარისხის მქონე. თუ ის ჩვენთან გადმოვა ეს იქნება მისასალმებელი. მისი მოსვლით ყველაფერი გაუმჯობესდება, ცხადია მნიშვნელოვანია."

პოლ პოგბა

"ნებისმიერ გრანდს სურს, რომ პოგბა მის შემადგენლობაში იყოს. ის არის ახალგაზრდა, მაგრამ ძალიან ნიჭიერი და მას ახლა შეუძლია ითამაშოს საუკეთესო გუნდში. თუ იგი ჩვენს გუნდში მოვა მას ძალიან კარგად დავხვდებით."

ნეიმარ ჟუნიორი

"მე მეტ-ნაკლებად ვიცი რაც მოხდა. ნეიმ დიდი სასჯელი მიიღო. ეს ძალიან რთულია, თუმცა მან ყველაფერი გააანალიზა. იგი ჯერ კიდევ ახაგაზრდაა, ამიტომ სამომავლოდ იგი კორექტირებას შეიტანს, რასაც ყველა ვაკეთებდით."

დანი ალვესი

"ფენომენალური დანი კლუბის ღირსებას დაიცავს იმიტომ, რომ ჩემი აზრით იგი არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი შენაძენი კლუბისთვის და დიდი ხნის მანძილზე ყველაფერი კარგად იქნება."

ალეიშ ვიდალი

"მან შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, იგი მოდის დიდ გუნდში, რომელიც იზრდება და ყველა მიზანს ერთად მივაღწევთ."

წელს 6 ტიტული

"6 ტიტული პრიორიტეტი და ძალიან მნიშვნელოვანი მიზანია. თითქმის არავის ეგონა, რომ ჩვენ მოვიგებდით 3 ტიტულს და ახლაც, არავის ჰგონია, რომ ჩვენ 6 ტიტულს მოვიპოვებთ, იმიტომ, რომ ეს ძალიან რთულია. მაგრამ ჩვენ გვყავს გუნდი და ფეხბურთელები, რომლებიც ცდილობენ ამ მიზნის მიღწევას."

სერხიო რამოსი

"ფეხბურთში ბევრი რამ მინახავს, მისი კლუბისთვის იგი მნიშვნელოვანი მოთამაშეა. მაგრამ მის პირად ურთიერთობაზე კლუბთან და მის წასვლა არ წასვლაზე არაფრის თქმა არ შემიძლია."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.