ჩილელი გულშემატკივრები მესის ოჯახს თავს დაესხნენ
ჩილესა და არგენტინას შორის კოპა ამერიკის ფინალში გამართული დაპირისპირების დროს, მასპინძელი გუნდის გულშემატკივრებმა ლეო მესის ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენეს.
თამაშს მესის მშობლები ხორხე და სელიუ, ძმები როდრიგო და მატიასი, ასევე ძმისშვილები აუგუსტინი და ტომასი ესწრებოდნენ. მატჩს ტრიბუნებიდან მათთან ერთად სერხიო აგუეროს მამაც უყურებდა.
პირველი ტაიმის შემდეგ, ჩილეს ნაკრების გულშემატკივრებმა მესის ოჯახს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო ლეოს ძმამ, როდრიგომ, ზურგის არეში დარტყმაც მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, მესიმ ამის შესახებ მე-2 ტაიმის დაწყების წინ გაიგო, რამაც მისი ანერვიულება გამოიწვია.
მოგვიანებით, ჩილეს კონსულმა, გულშემატკივართა საქციელის გამო, ბოდიში მოიხადა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]