მესი დასვენებას როსარიოში იწყებს
კოპა ამერიკის ფინალში ჩილესთან წაგებისა და დამღლელი სეზონის შემდეგ დასვენების დრო ლიონელ მესისთვისაც დადგა.
როგორც ცნობილია, "ბარსელონას" ვარსკვლავი რამდენიმე დღეს თავის შვილთან და მეგობარ გოგონასთან ერთად როსარიოში გაატარებს. ლეო მესიმ, მარჯვენა მკლავზე ტატუს დასასრულებლად, შეხვედრა დანიშნა რობერტო ლოპესთანაც.
მესი პრესეზონისთვის დაბრუნებამდე გარკვეულ დროს, როგორც ყოველთვის, ევროპის ერთ-ერთ ქალაქში გაატარებს.
ცნობილია, რომ არგენტინელს 30-დღიანი არდადეგები ექნება და ის ბარსელონაში 5 აგვისტოს დაბრუნდება. მას ევროპის სუპერთასისთვის მოსამზადებლად მხოლოდ 6 დღე რჩება, აქედან გამომდინარე, მისი თამაში თბილისში "სევილიასთან" საეჭვოა.
ლეო მესი არგენტინის ნაკრებში სექტემბრამდე არ ითამშებს, როდესაც გუნდი ამერიკის შეერთებულ შტატებში 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]