"არსენალმა" პედროს აგენტთან მოლაპარაკებები გამართა
The Independent-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "არსენალმა" "ბარსელონას" თავდამსხმელის პედრო როდრიგესის აგენტთან წინასწარი მოლაპარაკებები გამართა.
წყაროს ცნობით, 27 წლის ესპანელის ირგვლივ არსებულ სიტუაციას, სხვა რამდენიმე ინგლისურ კლუბთან ერთად, "არსენალიც" აკვირდება.
აქამდე ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონა", მიუხედავად ივნისის დასაწყისში პედროსთან კონტრაქტის 2019 წლამდე გახანგრძლივებისა, მზადაა, ის 30 მილიონ ევროდ გაყიდოს.
ესპანეტის ჩემპიონატის 2014-15 წლების გათამაშებაში პედრომ 35 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 6 გოლი და გააკეთა 6 შედეგიანი გადაცემა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]