"ლივერპულმა", სტერლინგის წასვლის შემთხვევაში, შესაძლოა, პედრო შეიძინოს
ინგლისური Daily Mail-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ლივერპულის" სამწვრთნელო შტაბი "ბარსელონას" თავდამსხმელის პედრო როდრიგესის შეძენის ვარიანტს განიხილავს.
მერსისაიდელები ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის თავიანთ რიგებში გაწვრიანებას შეეცდებიან იმ შემთხვევაში, თუ ინგლისურ გრანდს ნახევარმცველი რაჰიმ სტერლინგი დატოვებს.
როგორც მანამდე გახდა ცნობილი, "ბარსელონა" პედროს 20 მილიონ ევროდ გასაშვებად მზადაა. ესპანელის ასეთი დაბალი ღირებულება განპირობებულია კლუბის მისდამი მადლიერებით.
პედრომ მიმდინარე სეზონში პრიმერას 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა სასტარტო შემადგენლობაში მოედანზე მხოლოდ 12-ჯერ გავიდა. თავდამსხმელმა 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]