ბართომეუ: "ლუის ენრიკეს ორივე თხოვნა შესრულებულია"
"ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ, რომელიც კვლავ მონაწილეობს საპრეზიდენტო არჩევნებში, არდა თურანის შეძენით კმაყოფილია. მანამდე კი კლუბმა "სევილიას" მარჯვენა მცველი ალეიშ ვიდალი შეიძინა. აქვე გეტყვით, რომ ორივე ტრანსფერის განხორცილება "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს სურვილი იყო.
"თურანის შეძენა "ბარსელონასთვის" შესანიშნავი სიახლეა. აუცილებელია, რომ მხარი დავუჭიროთ ლუის ენრიკეს პროექტს. მან გვთხოვა ორი ფეხბურთელის შეძენა და ჩვენ ეს გავაკეთეთ. ეს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვების შემდეგ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა." - დაწერა ბართომეუმ თავის Twitter-ის გვერდზე.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]