ლაპორტა:"თუ არჩენები მოვიგე, შევეცდები პოგბა ამ ზაფხულს გავიფორმოთ"
"ბარსელონას" ყოფილმა პრეზიდენტმა, ხუან ლაპორტამ განაცხადა, რომ თუ ის მომავალ არჩევნებში გაიმარჯვებს, პოლ პოგბას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გაიფორმებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ახალი ტრანსფერების განხორციელებაში მთავარ როლს ლუის ენრიკე და ერიკ აბიდალი ითამაშებენ, რომელსაც იგი სპორტული დირექტორის თანამდეგობაზე დანიშნავს.
"თურანი და პოგბა ერთმანეთს შეეთავსებიან. თუ არჩენები მოვიგე, შევეცდები პოგბა ამ ზაფხულს გავიფორმოთ. მთავარ როლს ამ საკითხთან დაკავშირებით მისი აგენტი მინო რაიოლა ითამაშებს, რომელთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. მიგვაჩნია, რომ კარგი იქნება, თუ პოგბა "ბარსელონას" შეუერთდება. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გავიმარჯვებთ, ლუის ენრიკე და ერიკ აბიდალი ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაფერს გაარკვევენ." - განაცხადა ლაპორტამ.
საპრეიდენტო არჩევნები 18 ივლისს გაიმართება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]