ენრიკე არდა თურანის განათხოვრების წინააღმდეგია

ენრიკე არდა თურანის განათხოვრების წინააღმდეგია

"ბარსელონამ" მადრიდის "ატლეტიკოს" თურქი ნახევარმცველი არდა თურანი ოფიციალურად შეიძინა. უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ფეხბურთელმა არენდის წესების თანახმად "გალათასარის" მიაშუროს, ანის მიზეზი ფიფას სანქციაა, რომელიც "ბარსელონას" 2016 წლის იანვრამდე აქვს დაკისრებული, რაც იმას ითვალისწინებს, რომ კლუბს არ აქვს უფლება ოფიციალურ შეხვედრებში ათამაშოს ახალწვეული. იტყობინება, Football Espana. 

გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ კლუბის მწვრთნელი ლუის ენრიკე ფეხბურთელის განათხოვრების წინააღმდეგია, რადგან სპეციალისტი თვლის, რომ თურქი ფეხბურთელი ამ პერიოდში მიუხედავად სათამაშო პრაქტიკის უქონლობისა, ადაპტირებას უფრო სწრაფად გაივლის.

შეგახსენებთ, რომ თურანის პრეზენტაცია 10 ივლისს შედგება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.