ნეიმარი: "ყოველთვის მეტი მინდა"

ნეიმარი: "ყოველთვის მეტი მინდა"

"ბარსელონას" ვარსკვლავი ნეიმარი აცხადებს, რომ ის მხოლოდ გასულ სეზონში მიღწეული წარმატებებით არ დაკმაყოფილდება.

"არასდროს დავკარგავ ტიტულების მოგების სურვილს. საოცარი სეზონი ჩავატარეთ, თუმცა ყოველთვის მეტის მიღწევას ვცდილობ. არასდროს დავკმაყოფილდები მიღწეულით. კიდევ მინდა ესპანეთის ჩემპიონატის, ჩემპიონთა ლიგის, ესპანეთის თასის მოგება.

ტრებლი შესანიშნავია, მაგრამ მომდევნო სეზონში ჩვენი მიზანი 6 ტიტულის მოგება იქნება. ფანებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, რადგან გუნდს უფრო მეტი უნდა", - აცხადებს ნეიმარი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.