"ბარსელონა" ახალი სეზონისთვის მზადებას ორშაბათს დაიწყებს
"ბარსელონას" ოფიციალური საიტის ცნობით, ორშაბათს, 13 ივლისს, კატალონიური კლუბი ახალი, 2015/16 სეზონისთვის მზადებას დაიწყებს. ამ დღეს 12 ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ივარჯიშებს: სუარესი, რაფინია, დუგლასი, სერხი რობერტო, ადრიანო, ვერმალენი, მატიე, მასიპი, არდა, სანდრო, მუნირი, ჰალილოვიჩი.
ოთხშაბათს, გუნდს შეუერთდებიან ის ფეხბურთელები, რომლებმაც გასული სეზონის დასრულებისთანავე სანაკრებო შეხვედრებში ითამაშეს. ესენი არიან: პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, პედრო, ინიესტა, ბარტრა, ალბა, ალეიშ ვიდალი.
მესი, მასკერანო, ბრავო, ნეიმარი, ალვესი, რომლებმაც კოპა ამერიკაზე ითამაშეს და ევროპის U21 ჩემპიონატზე მონაწილე ტერ შტეგენი გუნდს მოგვიანებით დაუბრუნდებიან.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]