La Gazzetta dello Sport: "რომა" მასკერანოთი დაინტერესდა

La Gazzetta dello Sport: "რომა" მასკერანოთი დაინტერესდა

La Gazzetta dello Sport–ის ცნობით "რომას" მწვრთნელი "ბარსელონას" უნივერსალი ფეხბურთელის ხავიერ მასკერანოს გადაბირებას შეეცდება.

იტალიურ კლუბში სჯერათ, რომ არგენტინელი გუნდის ლიდერი გახდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მას ლუის ენრიკე ენდობა და გუნდის ერთ–ერთი მთავარი მოთამაშეა.

31 წლის არგენტინელს კატალონიურ გრანდთან 2018 წლამდე აქვს კონტრაქტი. გასულ სეზონში მან ლა ლიგაში 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.