კაფუ: "ნეიმარი ნაკრების კაპიტანი არ უნდა იყოს"

კაფუ: "ნეიმარი ნაკრების კაპიტანი არ უნდა იყოს"

ლეგენდარული ფეხბურთელი და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი კაფუ თავის თანამემამულესა და "ბარსელონას" ვარსკვლავ ნეიმარზე საუბრობს. კაფუს განცხადებით, ნეიმარმა ნაკრებს არ უნდა უკაპიტნოს.

"ნეიმარი არაა დაბადებული ლიდერად. ის ნაკრების კაპიტანი აღარ უნდა იყოს.

ის ქმნის ფეხბურთში თავის თამაშს. ის ბურთთან სიამოვნების მისაღებად მუშაობს.

ეს არაა ნეიმარის გაკრიტიკება. ბევრი ვარსკვლავი არ ყოფილა კაპიტანი. ნეიმარი კერპია. მისი ტექნიკური შესაძლებლობები უდაოა, თუმცა ის კაპიტანი არ უნდა იყოს.

კაპიტანი უნდა იყოს ლიდერის მაგალითი თავისი ყველა თანაგუნდელისთვის", - აცხადებს კაფუ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.