ვიდალი: "ჩვენ თურანთან ერთან მოვიცდით იანვრამდე, რადგან საუბარია "ბარსელონაზე"

ვიდალი: "ჩვენ თურანთან ერთან მოვიცდით იანვრამდე, რადგან საუბარია "ბარსელონაზე"

"ბარსელონას" ახალწვეულმა ალეიშ ვიდალმა კომენტარი გააკეთა მისი და თურანის მდგომარეობაზე. საქმე ეხება იმას, რომ ახლად შეძენილი ფეხბურთელები ფიფას სანქციის გამო 2016 წლის იანვრამდე ოფიციალურ შეხვედრებსი მონაწილეობას ვერ მიიღებენ. თუმცა ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფიფამ მათ არც ამხანაგურ შეხვედრებში მისცა მონაწილეობის მიღების უფლება.

"ძნელი იქნება იმ ფაქტთან შეგუება, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ამხანაგურ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება. რა თქმა უნდა, თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა. ღმერთმა ქნას, რომ ეს სიმართლე არ იყოს. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მე და თურანი მოვიცდით იანვრამდე, რადგან ეს "ბარსელონაა". – განაცხადა ვიდალმა El Mundo Deportivo–სთან.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით "ბარსელონამ" საჩივარი შეიტანა ლოზანის სასამართლოში, მაგრამ იგი არ დააკმაყოფილეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.