"ბარსელონა" "რომას" ადრიანოს სანაცვლოდ 6 მილიონ ევროს სთხოვს
"რომას" "ბარსელონას" უნივერსალი ფეხბურთელის ადრიანო კორეირას შეძენა სურს, მათ კატალონიელებმა ბრაზილიელის სანაცვლოდ 6 მილიონი ევრო მოსთხოვეს.
შაბათ–კვირას ბარსელონას "რომას" სპორტული დირექტორი ვალტერ საბატინი სტუმრობდა, რომელმაც ბრაზილიელთან დაკავშირებით შესაბამის პირებთან მოლაპარაკება გამართა.
მისი განცხადებით "რომას" 30 წლის ფეხბურთელთან 2 წლიანი კონტრაქტის გაფორმება სურს, წელიწადში კი 2,5 მილიონ ევროს გადაუხდიან. "ბარსელონამ" კი ადრიანოს სანაცვლოდ მათ 6 მილიონი ევრო მოსთხოვა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თუ კი ადრიანო გადავა "რომაში", იგი სერია ა–ში არ ითამაშებს როგორც ლეგიონერი, რადგან მას ესპანეთის მოქალაქეობა აქვს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]