ბართომეუ "ბარსელონაში" აბიდალისა და პუიოლის მიწვევას გეგმავს

ბართომეუ "ბარსელონაში" აბიდალისა და პუიოლის მიწვევას გეგმავს

"ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ხოსეპ მარია ბართომეუ კატალონიურ კლუბში კარლეს პუიოლისა და ერიკ აბიდალის დაბრუნებას გეგმავს. ამ ინფორმაციას ესპანური Sport ავრცელებს.

"ბარსელონამ", ბართომეუს მეთაურობით, აბიდალს უკვე 2-ჯერ შესთავაზა კლუბში მუშაობა, თუმცა ფრანგმა შეთავაზებები არ მიიღო. უახლოეს დღეებში კატალონიურ კლუბის წარმომადგენლები აბიდალს შეხვდებიან და ამ საკითხზე გაესაუბრებიან.

რაც შეეხება ლეგენდარულ კაპიტან პუიოლს, ის კატალონიური კლუბის ყოფილი სპორტული დირექტორის, ანდონი სუბისარეტას თანაშემწე იყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც სუბისარეტამ "ბარსელონა" დატოვა, კლუბიდან პუიოლიც წავიდა. ის გადაწყვეტილებას ზაფხულის ბოლოს მიიღებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.