ბრაიანტი, შესაძლოა, "ბარსელონაში" გადავიდეს

ბრაიანტი, შესაძლოა, "ბარსელონაში" გადავიდეს

"ლეიკერსის" ვარსკვლავმა, კობი ბრაიანტმა, რომელიც ორშაბათს "ბარსელონას" ვარჯიშზე ესტუმრა, შესაძლოა, კარიერა ესპანური გრანდის საკალათბურთო გუნდში დაასრულოს. ამ ინფორმაციას ესპანური AS ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ბრაიანტი საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორ ალბერტ სოლერს ესაუბრა. როგორც ცნობილია, სუპერვარსკვლავმა სოლერთან "ბარსელონაში" გადასვლის შესაძლებლობა განიხილა. 36 წლის კალათბურთელის მიმდინარე კონტრაქტი "ლეიკერსთან" 2016 წლამდე მოქმედებს.

არაა გამორიცხული, რომ "ბარსელონაში" დაბრუნდეს ბრაიანტის ყოფილი თანაგუნდელი და კარგი მეგობარი პაუ გასოლი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.