ვან გაალი: "იმედი მაქვს, დე ხეა "ბარსასთან" ითამაშებს"

ვან გაალი: "იმედი მაქვს, დე ხეა "ბარსასთან" ითამაშებს"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს, ლუი ვან გაალს იმედი აქვს, რომ მისი გუნდის ესპანელი მეკარე დავიდ დე ხეა "ბარსელონასთან" 25 ივლისს გასამართ მატჩამდე გამოჯანმრთელებას მოასწრებს.

"დიდი იმედი მაქვს, რომ დავიდი "ბარსელონასთან" ითამაშებს. "სან ხოსესთან" მატჩში მონაწილეობა მან ტრავმის გამო ვერ მიიღო.

გახურების დროს დე ხეას ვუთხარი, რომ კარში ჩამდგარიყო, რათა ფეხბურთელებს დარტყმებზე ევარჯიშათ, თუმცა მას ასევე ვთხოვე, რომ არ გაერისკა, რათა ტრავმა არ გაერთულებინა." - განაცხადა ვან გაალმა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა", აშშ-ში მიმდინარე საერთაშორისო ჩემპიონთა ლიგაზე, 2 მატჩი გამართა და დე ხეას არცერთ მათგანში არ უთამაშია. 25 ივლისს, ამ ამხანაგურ ტურნირზე, ერთმანეთს "ბარსა" და "მანჩესტერი" შეხვდებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.