ალბიოლი: ”ვილიას დიდი იმედი აქვს, რომ ევროზე ითამაშებს”
მადრიდის ”რეალის” და ესპანეთის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, რაულ ალბიოლმა განაცხადა, რომ ესაუბრა დავიდ ვილიას, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრების დიდი იმედი აქვს.
”მე ვესაუბრე მას. ვილია იმედოვნებს, უფრო სწორად ოცნებობს, რომ ნაკრების განაცხადში მოხვდეს. მე მესმის, თუ რა გაიარა მან, რათა მალე ჩამდგარიყო ფორმაში. თავად დავიდი და მწვრთნელი გადაწყვეტენ, თუ როგორ ფორმაშია ის. ეს უხალოეს დღეებში გახდება ცნობილი. იმედი მაქვს, რომ მას გამოიძახებენ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის”.
ალბიოლს ასევე თავადაც სურს ევროპის ჩემპიონატზე თამაში, თუმცა მან ”რეალის” რიგებში მხოლოდ 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილოება:
”ძალიან მოხარული ვარ ნაკრებში დაბრუნებით. ზოგი გაკვირვებულია ჩემი აქ ყოფნით, რადგან კლუბში ბევრ შეხვედრაში არ მიმიღია მონაწილეობა. ძალიან მიხარია ნაკრებთან ერთად ყოფნა. მე მთელი წელია ვმუშაობ, არ მქონია ტრავმები და კარგ ფორმაში ვარ, რის დამტკიცებასაც უახლოეს დღეებში შევეცდები. მე მაქვს შანსი, რომ გამოვავლინო მაქსიმუმი”.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]