Bleacher Report: "ბარსელონა" პოგბასთან დაკავშირებით "იუენტუსს" შეუთანხმდა

Bleacher Report: "ბარსელონა" პოგბასთან დაკავშირებით "იუენტუსს" შეუთანხმდა

Bleacher Report-ის ცნობით პოლ პოგბას ტრანსფერთან დაკავშირებით კატალონიის "ბარსელონამ" და ტურინის "იუვენტუსმა" შეთანხმებას მიაღწიეს.

წყაროს თანახმად "ბარსელონამ" 22 წლის ფრანგი ნახევარმცველის სანაცვლოდ "იუვენტუსს" 80 მილიონი ევრო გადაუხადა. ცნობილია, რომ მოლაპარაკებებში ჩართული არ არის ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა, შეთანხმება კლუბებს შორის შედგა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა "იუვენტუსის" სპორტულმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ.

"რამდენიმე თვის განმავლობაში ვაწარმოებდით "ბარსელონასთან" მოლაპარაკებებს, ყველაფერი სუფთად და გამჭვირვალედ დასრულდა. ეს არის სწორი გზა, განსაკუთრებით იმ ორი გუნდისთვის, რომლებიც საკმაოდ დიდ როლს თამაშობს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში."- განაცხადა მაროტამ.

შეგახსენებთ, რომ არჩევნებამდე პრეზიდენტობის კანდიდატმა ხუან ლაპორტამ პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში პოლ პოგბას შეიძენდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.