მესის თბილისში თამაშის შანსები გაიზარდა
"ბარსელონას" არგენტინელმა ფეხბურთელებმა, მესიმ და მასკერანომ შვებულების შემცირება გადაწყვიტეს და ისინი გუნდს დღეს შეუერთდნენ.
მესი და მასკერანო, კოპა ამერიკაზე მონაწილეობის გამო, გუნდს 4 აგვისტოს უნდა შეერთებოდნენ, რაც თბილისში, "სევილიას" წინააღმდეგ მათ თამაშს სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა. თუმცა, არგენტინელმა ფეხბურთელებმა ბარსელონაში 5 დღით ადრე დაბრუნება გადაწყვიტეს და არაა გამორიცხული, ისინი თბილისში, "დინამო არენაზე" ვიხილოთ.
მესისა და ნეიმარის გარდა, გუნდს დღეს შეუერთდნენ ნეიმარი და დანი ალვესი. მათ სამედიცინო შემოწმება მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან ერთად ჩაუტარდათ. გერმანელი მეკარე გუნდს რამდენიმე დღის წინ შეუერთდა, მაგრამ მას სამედიცინო შემოწმება გავლილი ჯერ არ ჰქონდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]