გუნდს ბუსკეტსი და მასკერანოც ხვალ დაუბრუნდებიან
"ბარსელონას" კიდევ 2 ფეხბურთელი, რომლებმაც შვებულების ვადის შემცირება და გუნდში ნაადრევად დაბრუნება გადაწყვიტეს, სერხიო ბუსკეტსი და ხავიერ მასკერანო არიან.
ამ ფეხბურთელებს, კლუბისგან უფლება ჰქონდათ, პირველ აგვისტომდე დაესვენათ, რადგან მათ ევროპის ჩემპიონატსა და კოპა ამერიკაზე ითამაშეს. თუმცა, ბუსკეტსმა და მასკერანომ ჩათვალეს, რომ უკვე საკმარისად დაისვენეს და ახლა, ვარჯიშის დროა.
ფეხბურთელები, დღეს, "ბარსელონას" საწვრთნელ ბაზაზე გამოჩნდნენ, ხვალ კი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან ერთად, ისინი გეზს ბირმინგემისკენ აიღებენ, სადაც პირველ გუნდს შეუერთდებიან.
შეგახსენებთ, რომ ბუსკეტსის, მასკერანოსა და ტერ შტეგენის მსგავსად, შვებულება შეიმცირეს ლიონელ მესიმ და არდა თურანმა, რომლებიც რამდენიმე დღეა გუნდთან ერთად ვარჯიშობენ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]