სუარესი - პრესეზონის საუკეთესო ბომბარდირი
ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი პრესეზონში "ბარსელონას" საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან წინასასეზონი სამზადისის დროს 3 გოლი გაიტანა.
პირველი გოლი
სუარესმა პირველი გოლი გაიტანა "გელექსისთან" შეხვედრაში, რომელიც "ბარსელონამ" 2-1 მოიგო. მან ანგარიში 45-ე წუთზე ბარტრას გადაცემით გახსნა.
მეორე გოლი
ურუგვაელმა თავისი მეორე გოლი პრესეზონის მე-3 შეხვედრაში, "ჩელსისთან" მატჩში გაიტანა. მან თავი შეხვედრის 52-ე წუთზე ძალიან ლამაზი გოლით გამოიჩინა.
მესამე გოლი
ლუისმა მესამე გოლი "ფიორენტინასთან" თამაშის მე-17 წუთზე რაკიტიჩის შესანიშნავი ასისტით გაიტანა.
სუარესმა, საერთაშორისო ჩემპიონთა თასის მიმდინარეობისას, "ბარსელონელთაგან" ყველაზე მეტი გაიტანა. თითო-თითო გოლი გაიტანეს სერხი რობერტომ, რაფინიამ და სანდრომ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]