გვარდიოლა: "პედროს ნებისმიერ გუნდში შეუძლია თამაში"
"ბარსელონას" ყოფილი და ამჟამად მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მიიჩნევს, რომ კატალონიური კლუბის თავდამსხმელ პედრო როდრიგესს ნებისმიერ გუნდში შეუძლია თამაში.
"პედროზე გავრცელებულ ჭორებს ვერ გამოვეხმაურები. "ბარსელონას" მწვრთნელი რომ ვიყო, დამაჯერებლად რაღაცას ვიტყოდი. ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ის გახდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, მრავალი მატჩი ითამაშა "ბარსაში". როდესაც "ბარსელონაში" რამდენიმე თამაშს ატარებ, შემდეგ ნებისმიერ გუნდში შეგიძლია თამაში. პედროს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ", - აცხადებს გვარდიოლა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]