"ბარსელონა" ნოლიტოს 4-წლიან კონტრაქტს სთავაზობს

"ბარსელონა" ნოლიტოს 4-წლიან კონტრაქტს სთავაზობს

"ბარსელონა" "სელტას" თავდამსხმელ ნოლიტოს აკვირდება. ამ ინფორმაციას ესპანური El Mundo Deportivo ავრცელებს.

კატალონიურმა კლუბმა ფეხბურთელს შესთავაზა 4-წლიანი კონტრაქტი და ხელფასი, რომელიც 2-ჯერ აღემატება "სელტაში" მის ამჟამინდელ ანაზღაურებას. კატალონიელები ესპანურ კლუბს სთავაზობენ 14 მილიონ ევროს ბონუსებთან ერთად, რომლებიც დამოკიდებული იქნება თავდამსხმელის წარმატებებზე.

გარდა ამისა, ნოლიტო 2016 წლის იანვრამდე, FIFA-ს სანქციების ამოწურვამდე, "სელტაში" არენდით დარჩენას შეძლებს.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ "ბარსას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკე, კლუბის ხელმძღვანელობას ნოლიტოს შეძენა პედროს წასვლის შემთხვევაში სთხოვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.