ინიესტამ რიგით 550-ე მატჩი ჩაატარა

ინიესტამ რიგით 550-ე მატჩი ჩაატარა

"დინამო არენაზე" გამართული ევროპის სუპერ თასის ფინალი კატალონიის "ბარსელონას" კაპიტნისთვის, ანდრეს ინიესტასთვის, პირველი გუნდის მაისურით ჩატარებული რიგით 550-ე შეხვედრა აღმოჩნდა. ამ შედეგით კი ესპანელმა მიგელს გაასწრო, რომელმაც ოფიციალური მატჩებში "ბარსელონას" მაისურით 549-ჯერ მოირგო.
აღნიშნული მაჩვენებლით, ამჟამინდელ კაპიტანს მხოლოდ კარლეს პუიოლი და ჩავი ერნანდესი უსწრებენ. მათ ანაგრიშზე, შესაბამისად, 593 და 764 შეხვედრაა.
სტატისტიკის მიხედვით, ინიესტას ლა ლიგის 361 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ შეხვედრათა რაოდენობა კი 109-ს უდრის. დარჩენილი რაოდენობა კი სხვადასხვა ტურნირებზე ნაწილდება. ჯამში, ანდრეს ინიესტას ანგარიშზე 53 გატანილი გოლია (ოფიციალურ შეხვედრებში).

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.