ვალვერდე: "ეს მაგიური საღამო იყო "სან-მამესზე"
ბილბაოს "ატლეტიკის" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ გუშინდელი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერთასის პირველ შეხვედრაში "ბილბაომ" 4-0 სძლია "ბარსელონას". იტყობინება - AS.
"ეს იყო ბრწყინვალე შედეგი, რომელსაც ალბათ ძალიან ცოტა მოელოდა, მაგრამ ფეხბურთში მსგავსი რამეებიც ხდება. ანგარიში დიდ ყურადღებას იპყრობს, რადგან ძნელია "ბარსელონა" იმ გუნდად აღიქვა, რომელიც 4 ბურთს უშვებს ხოლმე. ეს მაგიური საღამო იყო "სან-მამესზე". შევეცდებით შედეგი დავიცვათ, ჩვენ არ ვთვლით, რომ უკვე გავიმარჯვეთ ორმატჩიან დაპირისპირებაში, ან დავმარცხდით. ყველამ იცის, თუ რა გველის განმეორებით შეხვედრაში." - განაცხადა, ვალვერდემ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]