ვალვერდე: "ბარსელონას" 5-6 გოლის გატანა მარტივად შეუძლია"
"ბილბაოს" მთავარი მწვრთნელის, ერნესტო ვალვერდეს თქმით, მისი გუნდის დღევანდელ მეტოქეს, კატალონიის "ბარსელონას", მატჩში 5-6 გოლის გატანა მაშინაც კი შეუძლია, როდესაც 100%-ით არ იხარჯება.
"პირველი თამაშის შედეგი ისტორიულია. რთულია, "ბარსელონას" 4 გოლი გაუტანო და არცერთი გაუშვა. თუმცა, "ბარსას", მაშინაც კი, როდესაც 100%-ით არ იხარჯება, 5-6 გოლის გატანა შეუძლია.
რა თქმა უნდა, კატალონიელები ფიქრობენ იმაზე, რომ ყველა ტიტული მოიგონ და ისტორიაში შევიდნენ. ჩვენი მიზანი კი კარგი თამაშის ჩატარება და მოგებაა.
სან ხოსეს პრობლემები აქვს. თამაშის მომდევნო დღეს მან ტკივილი იგრძნო.
ჩვენი გუნდი ყოველთვის მაქსიმალურად იხარჯება. ფეხბურთელები თავს შესანიშნავად გრძნობენ.
"ბარსელონასთვის" ესპანეთის სუპერ თასი ერთი რიგითი ტურნირია, ჩვენთვის კი - ყველაფერი."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]