"ჩელსი"-"ბარსელონა" 1:1 - ერნესტო ვალვერდე მატჩის შემდეგ
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე, ლონდონის "ჩელსისთან" გამართულ მატჩში დაფიქსირებული შედეგით (1:1) კმაყოფილი დარჩა.
"დაფიქსირებულ შედეგს ძალიან პოზიტიურად ვაფასებ. ეს თამაში 2 ერთმანეთისგან განსხვავებული სტილის დაპირისპირება იყო. ჩვენი მიზანი თამაშის გაკონტროლება და სივრცეების ათვისება იყო, მეტოქის - ჩვენი კონტრშეტევებით გაოცება.
დამაგვირგვინებელ ფაზაში კარგად ვერ გამოვიყურებოდით. მეტოქის საჯარიმოში ძალიან ბევრი ფეხბურთელი იყო, რის გამოც გაგვიჭირდა.
დომინირების მიუხედავად, ბევრ სახიფათო მომენტს ვერ ვქმნიდით. კარგია, რომ არ დავნებდით და მეტოქის შეცდომით სარგებლობა მოვახერხეთ. ანგარიშში დაწინაურება კარგია, მაგრამ არა აუცილებელი.
დაძაბული თამაში იყო, რომელიც არაერთგვაროვანი ანგარიშით დასრულდა, თუმცა, მიმაჩნია, რომ შინ კარგი შედეგით ვბრუნდებით.
ამ სტადიონზე გატანა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და დაფიქსირებული შედეგი "ჩელსის" სასარგებლოდ არაა.
ვფიქრობ, "კამპ ნოუზე", ორივე გუნდი თავისი სტილის ერთგული დარჩება. "ჩელსის" საკმარისად აქვს შემტევი რესურსი იმისათვის, რომ თავისივე სტილში თამაშით ზიანი მოგვაყენოს.
ექსპერიმენტების დრო არ იყო და პაულინიომ სასტარტო შემადგენლობაში იმის გამო დაიწყო, რასაც ის მთელი სეზონის განმავლობაში აკეთებდა. მას გოლების გატანა შეუძლია. ნათელია, რომ ის სივრცის ნაკლებობის დროს იტანჯება, მაგრამ გოლის გატანის შანსს ხელიდან არასდროს უშვებს.
პიკეს მუხლი კარგ მდგომარეობაშია. მან თამაში იმაზე კარგად ჩაამთავრა, ვიდრე ველოდით."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]