სუარესი ინიესტას: მადლობა ყველაფრისთვის, კაპიტანო, ძალიან მოგვენატრები

სუარესი ინიესტას: მადლობა ყველაფრისთვის, კაპიტანო, ძალიან მოგვენატრები

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, კატალონიური გრანდის ლეგენდას, ანდრეს ინიესტას, სოციალური ქსელის საშუალებით გამოსამშვიდობებელი წერილი მიუძღვნა.

"ანდრიუ, ჩემო მეგობარო. 4 წლის წინ, როდესაც "ბარსელონაში" გადმოვედი, მიუხედავად იმისა, რომ გადმოსვლამდეც უკვე გვქონდა ურთიერთობა, პირველივე დღიდან მივხვდი, რომ სხვანაირი ადამიანი იყავი.

ეს ჩემთვის ადვილი არ იყო, პირიქით, მაგრამ დასაწყისიდანვე სითბო და თავდაჯერებულობა დამანახე.

ახლა არ ვაპირებ იმის თქმას, რა შესანიშნავი ფეხბურთელი ხარ... ამ კლუბს მონდომებით, პატივისცემითა და ერთგულებით იცავდი მას შემდეგ, რაც აქ 12 წლის მოხვედი. შენ ყველასთვის მაგალითი ხარ.

ძმაო, კარიერის ახალ ეტაპზე ყოველივე საუკეთესოს გისურვებ. დარწმუნებული ვარ, ძალიან წარმატებული იქნები. შენზე საუბარი სხვანაირად არ შეიძლება. შენ საუკეთესო ხარ. მადლობა ყველაფრისთვის, კაპიტანო, ძალიან მოგვენატრები."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #4 24 მაისი 2018 17:02
    0
    ლუისი მაგრად ითამაშებს მომდევნო მატჩებში
    temo24
    სტუმარი [?]
    #3 22 მაისი 2018 21:11
    0
    გენაცვალე ჯიგარი ხარ სუა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 22 მაისი 2018 20:53
    0
    ტოჩაღ სუას ჯიგარია
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #1 22 მაისი 2018 20:47
    0
    ბრაო სუროს ძან მაგარი სტატია მიუძღვნა ბრაო სურო ბრაო