ალბა განაცხადს დაუბრუნდა

ალბა განაცხადს დაუბრუნდა

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, "ბილბაოსთან" გასამართი ესპანეთის ჩემპიონატის პირველი შეხვედრისთვის 18-კაციანი განაცხადი დაასახელა.

განაცხადში დაბრუნდა ალბა, რომელიც გამოჯანმრთელდა და ექიმებისგან თამაშის ნებართვა მიიღო. ბილბაოში პირველ გუნდთან ერთად გაემგზავრებიან "ბარსა ბ"-ს ფეხბურთელები გუმბაუ და კამარა.

კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაციაა ის, რომ ნეიმარი, რომელსაც ყბაყურა ჰქონდა, გამოჯანმრთელდა და ვარჯიშს დაუბრუნდა, თუმცა ის კვირას ვერ ითამაშებს. ნეიმარის გარდა, ხვალინდელ შეხვედრაში, ტრავემბის გამო, მონაწილეობას ვერ მიიღებენ დუგლასი და ადრიანო, ხოლო პიკე და მატიე დისკვალიფიცირებულები არიან. რაც შეეხებათ თურანსა და ვიდალს, ისინი ფიფას ბანის გამო ვერ ითამაშებენ.

"ბილბაოსთან" მატჩის სრული განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, ბრავო, ალვესი, ბარტრა, მასკერანო, ვერმალენი, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა, რაფინია, ს. რობერტო, გუმბაუ, კამარა, მუნირი, სანდრო, სუარესი, მესი. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.