ნეიმარი განაცხადს დაუბრუნდა
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, "მალგასთან" დღეს გასამართი მატჩის 18-კაციანი განაცხადი დაასახელა. განაცხადს დაუბრუნდა ნეიმარი, რომელიც ყბაყურის შემდეგ გამოჯანმრთელდა. ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 ტურის შეხვედრაში ითამაშებს ბუსკეტსიც, რომელმაც "ბილბაოსთან" კოჭი მცირედ დაიზიანა და უკვე გამოჯანმრთელდა. განაცხადში მოხვდა მატიეც, რომელმაც "ბილბაოსთან" მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.
"მალაგასთან" თამაშს ტრავმების გამო ადრიანო, დუგლასი და ალვესი გამოტოვებენ. რაც შეეხება პიკეს, ის დისკვალიფიკაცირებულია. ლუის ენრიკემ განაცხადს მიღმა მასიპის დატოვება გადაწყვიტა.
"მალგასთან" მატჩის განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, ბრავო, მატიე, ბარტრა, მასკერანო, ვერმალენი, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა, რაფინია, ს. რობერტო, გუმბაუ, მუნირი, სანდრო, ნეიმარი, სუარესი, მესი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]