Globo Esporte: "მანჩესტერი" ნეიმარში 190 მილიონის გადასახდელად მზადაა

Globo Esporte: "მანჩესტერი" ნეიმარში 190 მილიონის გადასახდელად მზადაა

ინგლისური "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მიმდინარე ზაფხულში "ბარსელონას" ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარის ტრანსფერის განსახორციელებლად მზადაა. ამ ინფორმაციას Globo Esporte ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ინგლისური კლუბი ნეიმარის კონტრაქტში მითითებული გამოსასყიდი თანხის, 190 მილიონი ევროს გადასახდელად მზადაა. თუ ეს ტრანსფერი განხორციელდება, იგი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული გახდება.

აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიელი თავდამსხმელი "მანჩესტერში" გადასვლის წინააღმდეგი არაა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნეიმარი ინგლისში მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გადავიდეს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, ნეიმარის "მანჩესტერში" ტრანსფერზე გავრცელებული ჭორები უარყო მისმა აგენტმა

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.