ბართომეუ: "გვინდა, რომ ნეიმარმა კარიერა "ბარსაში" დაასრულოს"

ბართომეუ: "გვინდა, რომ ნეიმარმა კარიერა "ბარსაში" დაასრულოს"

"ბარსელონას" პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ აცხადებს, რომ კატალონიური კლუბი ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარის "მანჩესტერ იუნაიტედში" გაყიდვას არ გეგმავს.

"ნეიმარის წასვლა არ გვინდა. ის ჯერ ახალგაზრდაა და გვინდა, რომ მან კარიერა ჩვენს კლუბში დაასრულოს.

უახლოეს თვეებში მისი კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხს განვიხილავთ, თუმცა ის აქ უნდა დარჩეს არა მხოლოდ 3, არამედ 5-10 წელიც", - აცხადებს ბართომეუ.

აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მანჩესტერი" 23 წლის თავდამსხმელში 190 მილიონი ევროს გადასახდელად მზადაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.