"ბარსელონა"-"მალაგა": "კამპ ნოუზე" "ბარსა" დომინირებს

"ბარსელონა"-"მალაგა": "კამპ ნოუზე" "ბარსა" დომინირებს

შაბათს, "ბარსელონა" ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მომდევნო მე-2 ტურის შეხვედრაში "მალაგასთან" "კამპ ნოუზე", გასულ სეზონში დამარცხების შემდეგ, 3 ქულის მოპოვებას შეეცდება.

თებერვალში "მალაგამ" "კამპ ნოუზე" პირველად მოიგო 1999/2000 სეზონის შემდეგ, როდესაც კატალონიურმა კლუბმა ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობით წააგო. აღსანიშნავია, რომ "ბარსელონა" სახლში "მალაგასთან" ბოლო მატჩში, მიუხედავად 0-1 წაგებისა, ტრადიციულად, ანდალუსიურ კლუბზე უკეთ გამოიყურებოდა.

კატალონიელებმა სახლში ანდალუსიელებთან ბოლო 10 შეხვედრიდან 9 მოიგეს, გაიტანეს 32 გოლი და გაუშვეს მხოლოდ - 5.

"ბარსელონამ" "მალაგას" "კამპ ნოუზე" 3-ჯერ ზედიზედ 4-1 მოუგო 2010/11, 2011/12 და 2012/13 სეზონებში. კატალონიურმა კლუბმა ანდალუსიურ კლუბთან ყველაზე დიდი ანგარიში (6-0) 2008/09 სეზონში დააფიქსირა.

სეზონი ანგარიში გოლის ავტორები
2014/15 0-1 ხუანიმი
2013/14 3-0 პიკე, სანჩესი, პედრო
2012/13 4-1

მონტოია, ინიესტა, ფაბრეგასი, ვილია

მორალესი

2011/12 4-1

პუიოლი, მესი (3)

რონდონი

2010/11 4-1

ინიესტა, პედრო, ვილია (2)

დუდა

2009/10 2-1

პედრო, მესი

ვალდო

2008/09 6-0 ალვესი, მესი, ჩავი, ანრი, ეტოო (2)
2005/06 2-0 რონალდინიო, ლარსონი
2004/05 4-0 დეკუ, ინიესტა, ეტოო (2)
2003/04 3-0 კოკუ, ლუის გარსია, სავიოლა

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.